მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა იცვლება

6377c0b7c60fb
BM.GE
18.11.22 22:45
10624
თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა იცვლება.

შეზღუდვა 19 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება და  23 ნოემბრამდე იმოქმედებს.

"მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე

მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით.

სქემის ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსი N378 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, შანიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ბარნოვის ქუჩიდან გადაინაცვლებს ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩებზე, შემდეგ დაუკავშირდება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები