თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და რეაბილიტაციის პროცესი სრულად უახლოეს მომავალში დასრულდება.
ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა, თუმცა სამუშაოების დასრულების დრო არ დაუკონკრეტებია.
„მელიქიშვილის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. დღეისთვის საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა ხდება იმისთვის, რომ მთლიანად გამზირზე ბოლო ფენის მოასფალტება მოხდეს. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები, ტროტუარების მოწყობა ფილებით და აქაც მოხდება დახაზვითი სამუშაოები და ეს პროექტიც დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 6.4 მლნ ლარია და სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია B.M.C-მ გაიმარჯვა.
პროექტის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების შეცვლას, სანიაღვრე ქსელი მოწყობას, წყლისა და წყალარინების სისტემების, გაზმომარაგების მილების განახლებას . ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსებას და განათების ქსელი LED სანათებით დამონტაჯებას, ასევე ტროტუარების, მოსაცდელების, საავტობუსო ზოლების და ველობილიკის მოწყობას მოიცავდა.