რესტორანი "მელოგრანო" საშობაო გამოფენა-გაყიდვისთვის უსასყიდლოდ უთმობს ტერასას იმ მეწარმეებს, რომლებმაც მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორანმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ჩვენი რესტორნის ტერასა თქვენი მხარდაჭერისთვის!
სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენმა ინიციატივამ – უსასყიდლოდ დაგვეთმო ტერასა იმ მეწარმეებისთვის, ვინც უარი თქვეს მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე – დიდი გამოხმაურება მიიღო. გელით 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე 17:00 დან 22:00 საათამდე რათა მხარი დავუჭიროთ ამ უნიკალურ მეწარმეებს!23-24 დეკემბერს თქვენ დაგხვდებათ:
- ბააკა
- თიხის სახლი
- პორტმანი
- ბაიაარტსტუდიო
- Yarny Wonderland
- თ.ჭელიძე მხატვარ-კერამიკოსი
- ლილე სამკაულები
- 7R
- თიგის სახლი
- ჩუ
- ლურჯა კერამიკა
- ესკი
- ფეიქარი
- პარადოქსი", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

























