მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მემანქანეთა ხელფასების 45%-იანი ზრდა ნიშნავს მეტროს საფასურის ზრდას"

5b14d9330a118
მარიამ ადამია
04.06.18 10:15
779
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მეტროს მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით 1400-დან 1800 ლარს შეადგენა, გაცილებით მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის ხელფასი, ასევე მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მეხანძრის, მასწავლებლისა და მაშველის ხელფასი.

გარდა ამისა მემანქანეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება ამიტომაც მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ხოლო მემანქანეთა ხელფასების 45%-იანი ზრდა ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას.

ასევე მერის განცხადების თანახმად, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება და ავტობუსების არსებულ ნაკადებს დაემატება რეზერვებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები