მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მენაშენეთა ასოციაცია: უნდა მოხდეს ყველა ბიზნესის გათეთრება

5b0e5d0308755
თათია ჩაფიჩაძე
30.05.18 13:00
939
ფინანსთა მინისტრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ტრანზაქცია უნაღდო ანგარიშწორებით უნდა განხორციელდეს, დეველოპერული ბიზნესის ნაწილი დადებითად აფასებს. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს თანაბარ სიტუაციაში ჩააყენებს.

„ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ყველა ბიზნესის გათეთრება. აუცილებელია, რომ ფულადი ნაკადების გადადინება ერთიდან მეორეზე ხდებოდეს ბანკის მეშვეობით. ჩვენს სექტორში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემაა კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და აუცილებელია ყველაფერი იყოს უფრო გამჭირვალე“, - აცხადებს როსტომაშვილი.

ბახტაძის ინიციატივა დადებითად შეაფასეს სამშენებლო კომპანია „არსიშიც.“ თორნიკე აბულაძე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

„ფინანსთა მინისტრის განცხადება კი უკავშირდება უძრავ ქონებას, მაგრამ საბოლოო ჯამში არის საუბარი კერძო მევახშეების მხრიდან ფარული საკომისიოს ჩადებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მგონია, რომ უძრავი ქონების ტრანზაქციები ცალსახად უნდა იყოს გამჭირვალე და გადარიცხვებით უნდა ხდებოდეს. დეველოპერულ ბიზნესში ეს ისედაც ყოველთვის ასე იყო და არმგონია, ამან რაიმე ტიპის გავლენა იქონიოს სექტორზე“,- აცხადებს „არსის“აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები