მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

5c9c7a7a30c8c
სალომე მეცხვარიშვილი
28.03.19 11:38
1040
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან Bm.ge-ს განუცხადა. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, დააზიანა საქართველოს ეკონომიკა, შეამცირა მშპ, გაანახევრა შესყიდვები დეველოპერულ სექტორში და ა.შ.

“მეტი რა უნდა დააშავოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა? ამიტომ გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და წავიდეს. ეს რომ გამიზნულად გაეკეთებინა, საერთოდ დასაჭერია, მაგრამ მე ვამბობ, რომ მოუვიდათ შეცდომა, ამიტომ ოდესმე ხომ უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობა?!”,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

მისი თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურის უფროსთან, თბილისის მერიასთან და ეს უწყებებიც ადასტურებენ, რომ რეგულაციებმა უარყოფითი გავლენა მოიტანა, მათ შორის ბიუჯეტის ნაწილზეც. როსტომაშვილი ამბობს, რომ იგივეს ამბობს საბანკო სექტორიც.

“რა მიზანი ჰქონდა ამ რეგულირებას? რეგულაციები რომ დააწესეო პრობლემა უნდა არსებობდეს, რაც მაგალითად დეველოპერულ სექტორს არ ჰქონდა. გადაუხდელობა ჩვენს სექტორში 1%-ს არ აჭარბებს. ამასთან, გუშინ მოვისმინე “თიბისი კაპიტალის” უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით გაფუჭებული სესხები პორტფელი არის 0.98%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია”,- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემას კრძალავს. ამასთან დაწესდა ზღვრები- შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებისთვის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები