ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მენტორინგის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში ასოციაციის წევრი 12 კომპანიის დირექტორი და ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები არიან მენტორის სტატუსით ჩართული. მენტორები პროგრამის მონაწილეებს, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს განვითარებასა და პრობლემების იდენტიფიკაციაში ეხმარებიან. ამასთან, გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებასა და განვითარების გეგმის დასახვაში.
მენტორინგის პროგრამაში ჩართული კომპანია “არალის” დირექტორის მოადგილე, ეკა თათეშვილი BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, მათი დახმარებით, პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს, რომელიც ქალაქ წალკაში, რკინა-ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ფლობს, მისი თურქეთში გაგზავნა და სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრება და პრაქტიკული გამოცდილებები უზრუნველყო.
მისი ინფორმაციით, მენტორინგის პროგრამის საფუძველზე მისი პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება მოხდა. აღნიშნული ტრენინგი კი მეწარმეს ახალი ინოვაციური მასალების წარმოებას გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც საქართველოში შეიძლება ინტეგრირებული არ იყო.
„ბენეფიციარმა სტამბოლში ტრენინგი წარმატებით გაიარა. მეც, რა თქმა უნდა, საქართველოდან ვკითხულობდი მის შესახებ ამბებს, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენ სხვადასხვა საკითხები ერთად გავიარეთ. მან ახალი ტექნოლოგია ჩამოიტანა, რომელიც ამ ეტაპზე ტესტირების პროცესშია“, - აცხადებს ეკა თათეშვილი.
როგორც მენტორინგის ბენეფიციარი, დავით გიორგაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, პროგრამის შესახებ მისთვის ზუსტად იმ პერიოდში გახდა ცნობილი, როდესაც ბიზნესის 3-წლიანი ისტორიის შემდეგ, მის შეწყვეტას გეგმავდნენ. ამის მიზეზად კი კვალიფიკაციის არქონას ასახელებდა.
„როდესაც თურქეთში გავემგზავრე, ყველაზე პატარა კომპანიის წარმომადგენელი ვიყავი. ტრენინგზე ჩემთან ერთად, სამშენებლო მასალების მწარმოებელი დიდი კომპანიებიც იყვნენ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებებს გვიზიარებდნენ.
რომ მეგონა, არსებული პრობლემები მხოლოდ ჩვენთან ხდება, რეალურად ყველა კომპანიამ გაიარა და გადის ამ გზას. თურმე ამ პრობლემების გადავლის შემდეგ, წინ წასვლაც შესაძლებელია“, - აცხადებს გიორგაძე.