მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის

BM.GE
23.06.20 11:11
984
მენტორობა, ეს არის პოპულარული და ქმედითი საშუალება, რომელსაც კერძო სექტორის კომპანიები ქალების პროფესიული მომზადებისა და განვითარების, ასევე, ქალთა გაძლიერების მე-4 პრინციპის განხორციელებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობას, რომ აირჩიონ ტრადიციულად კაცების პროფესიები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მათ. ეს კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომელთა პირადი განვითარებისთვის, არამედ კომპანიის გაძლიერებისთვისაც. ამიტომაც მენტორობის პროგრამები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოში და ყველაზე წარმატებული 500 კომპანიის 71%-ზე მეტმა უკვე დანერგა მენტორობის პროგრამა საკუთარი თანამშრომლებისთვის. 2018 წლის ბოლოს კი, კრეატიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თერთმეტ კერძო კომპანიას გაუწია დახმარება, მენტორობის საპილოტე პროგრამის დანერგვასა და განხორციელებაში ქალთა გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, 2020 წლის 25 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაცია წარმოგვიდგენს სახელმძღვანელოს რომელიც, სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. რაში დაეხმარათ მენტორობის პროგრამა კომპანიებს და რატომ არის ზოგადად მნიშვნელოვანი ეს მიმართულება?

სტუმრები: მაია ქობალია - "კრისტალი", გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროგრამის ანალიტიკოსი;
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები