მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა განვადებით შესაძლებელი გახდა

6184c709cdc22
BM.GE
05.11.21 09:52
1080
განვადებით ახალი პროდუქტის შეძენა, უცხო არავისთვის არ არის, თუმცა რას იტყვით, თუ განვადებით შეძლებთ მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას?

ყველაზე დიდი E-Commerce პლატფორმა Mymarket, რომელიც 17 წლის მანძილზე უმარტივებს მყიდველსა და გამყიდველს ონლაინ ვაჭრობას, ტრადიციას, არც ამჯერად ღალატობს. პირველად ქართული E-Commerce პლატფორმების ისტორიაში მომხმარებელი შეძლებს იყიდოს ან გაყიდოს მეორადი პროდუქცია ონლაინ და ამავე დროს ისარგებლოს TBC განვადებით.

“Mymarket ქართულ ბაზარზე, მეორადი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, ამიტომაც გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ეს პროცესი” - გვიყვებიან Mymarket-ში, “ხშირად ძველი ნივთების გაყიდვის შემაფერხებელი ფაქტორი უდროობაა, პოტენციურ მყიდველთან კომუნიკაცია, გაყიდული ნივთის მიწოდება და ანგარიშსწორება. გარდა ამისა, მყიდველს შესაძლოა არ ჰქონდეს სრული თანხა, სწორედ ამ პრობელმების აღმოსაფხვრელად შეიქმნა მეორადი პროდუქციის ონლაინ და განვადებით გაყიდვის შესაძლებლობა”

Mymarket-ზე განცახდების ატვირთვის დროს მონიშნე - ონლაინ გაყიდვა. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში კურიერი უზრუნვლეყფოს მისი საქართველოს ერთი წერტილიდან, მეორე წერტილში ტრანსპორტირებას. ამასთანავე, ონლაინ გაყიდვის მონიშვნით შენ მყიდველს აძლევ შესაძლებლობას ისარგებლოს განვადებით და შეიძინოს ნივთი მაშინაც კი, როდესაც სრული თანხა არ აქვს. ამგვარად ყიდი ნივთებს ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ ადგილას, შენ იღებ სრულ თანხას, ხოლო მყიდველი ღირებულებას ფარავს ეტაპობრივად.

ონლაინ შეგიძლია გაყიდო ნებისმიერი ნივთი, რომელსაც აღარ იყენებ ან შესაძლოა არც კი გახსოვს რომ გაქვს. პირველ ეტაპზე ონლიან ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებზე: ტელეფონი, კომპიუტერი, მათი აქსესუარები, ნებიმსიერი საოჯახო ტექნიკა, სპორტისა და დასვენების ინვენტარი, თუმცა კატეგორიების ჩამონათვალი ეტაპობრივად აუცილებლად გაიზრდება.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები