მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის საბაზრო ღირებულებამ $7.1 მლრდ შეადგინა

60059765d3d73
ნათია თაქთაქიშვილი
18.01.21 23:20
996
Nasdaq-ის მონაცმებით, მეორადი ტანსაცმლის ონლაინ პლატფორმის Poshmark-ის ღირებულება 7.1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 277 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მეორადი ტანსაცმლის ონლაინ პლატფორმის საბაზრო ღირებულების ასეთი ზრდა, პანდემიის გამო უფრო ბიუჯეტურ პროდუქციაზე გადართვით და ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება.

BBC-ი წერს, რომ Poshmark-ის თითო აქციის ღირებულება 42 აშშ დოლარიდან 97.60 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში, კომპანიის შემოსავალმა 250 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ - 6.2 მილიონი აშშ დოლარი.

ცნობისთვის, მეორადი ტანსაცმლის ონალაინ პლატფორმა Poshmark-ი კალიფორნიაში 2011 წელს დაფუძნდა და მისი მომხმარებლები ჰოლივუდის ისეთი ცნობილი მსახიობები არიან, როგორც ეშტონ კაჩერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები