მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეორე კვარტალი Adidas-მა გაყიდვების 5%-იანი ზრდით დაასრულა

5d4bd31a1a9fe
მიხეილ ხაჩიძე
08.08.19 22:40
677

სპორტული კონცერნის Adidas გაყიდვები გაიზარდა. როგორც დღეს კომპანიის მიერ გავრცელებულ კვარტლურ ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის მეორე მონაკვეთში სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის გაყიდვები 5%-ით არის გაზრდილი და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

კომპანიაში გაზრდილი მოთხოვნის მიზეზად, Adidas-ის ფასებს, გაუმჯობესებულ ხარისხსა და ტენდენციურობას ასახელებენ.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მთელი წელი კომპანიისთვის წარმატებული იქნება. ექსპერტები წლის ბოლოსთვის "ადიდასზე’’ მოთხოვნის 13- პროცენტიან ზრდას ელოდებიან.

Adidas სპორტული სამოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ევროპაში და რიგით მეორე მსფოლიოში, რომლის წლიური ბრუნვა 2012 წლის მონაცემით 14.49 მილიონ ევროს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები