2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ 7.1%-ით, ხოლო ევროსთან 4.2.%-ით გამყარდა. ამასთან, ლარი 4.2%-ით გამყარდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.8%-ით გაუფასურდა. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 3.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 2.4%-ით გაუფასურდა.