მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედჩავარდნილი ვეტერანები 2,500 ევროს კომპენსაციას მიიღებენ

5992f13e724cb
BM.GE
15.08.17 16:56
1324
გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის. ინფორმაციას ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.

„მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

22.06.1941-08.05.1945 წწ. - აღნიშნულ პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები