მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაურომაგდებათ

5af441ff70888
თელარა გელანტია
10.05.18 16:57
547
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაურომაგდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, არიან ძალიან მეომრული შემართებით. გუშინ პრაქტიკულად მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამაინების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახლემწიფოსი. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ყოველთვიური პენსია ნამსახურებისა და წოდების მიხედვით განისაზღვრება.  მინიმალური პენსია 190 ლარი, მაქსიმალური კი 560 ლარია. ვეტერანები, რომლებმაც ომის პერიოდი სამხედრო წოდების გარეშე დაასრულეს, 160 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები