20 ივნისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში მედიაში ბიზნეს ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით 21-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
MEP სისტემები - ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გახდა - ‘’იმპოსტი მეპ’’.
‘’იმპოსტი მეპ’’-მა აღნიშნული ჯილდო მოიპოვა საიმედო, მაღალი ხარისხის საინჟინრო მომსახურების, პროფესიონალიზმისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების წარმატებით დანერგვისთვის. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება თანამედროვე საინჟინრო მიდგომებს, ტექნიკურ სიზუსტესა და თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, რაც უზრუნველყოფს დამკვეთების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

‘’იმპოსტი მეპ’’ ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულ საინჟინრო სერვისს სთავაზობს - სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სისტემები, წყალმომარაგება, წყალარინება, ელექტრობა და სუსტი დენები ტიტული ოქროს ბრენდი, კომპანიებს 2005 წლიდან ენიჭებათ. მისი მფლობელები არიან უმსხვილესი ქართული და საერთაშორისო ბრენდები. დაარსებიდან პროექტი მხარდაჭერილია ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის,საერთაშორისო სავაჭრო პალატის, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს და ევროპის ფონდის მიერ.

























