მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meppers-ი სომხეთის ბაზარზე შევიდა - რას ითვალისწინებს Dalan Technologies&Meppers-ის თანამშრომლობა?

საინჟინრო კომპანია მეპერსი უკვე სომხეთშია და ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ. მეპერსის პირველი საერთაშორისო პროექტი იწყება ერევანში - 110 მეტრის სიმაღლისა და 150,000 კვ.მ. ფართობის Dalan Technopark-ის ინოვაციურ ბიზნეს ცენტრში, სადაც MEP საინჟინრო სამუშაოებს მეპერსის პროფესიონალთა გუნდი განახორციელებს. ერევანში, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური და ბიზნეს ცენტრის – დალან ტექნოპარკის – მშენებლობის მოედანზე, გაიმართა ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია. ხელშეკრულება გაფორმდა დალან ტექნოპარკსა და საპროექტო, საინჟინრო კომპანია მეპერსს შორის.

სტუმრები: არმენ ტერ-ტაჩატიანი - Dalan Technologies-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ივა კონტრიძე - Meppers-ის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები