მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექანიზაციის კომპონენტის ლიზინგით მხოლოდ ერთმა ფერმერმა ისარგებლა

5b2f84a753497
ბექა ბაციკაძე
24.06.18 16:00
900

"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის მექანიზაციის კომპონენტის ფარგლებში, ტრაქტორებისა და მისაბმელების შესაძენად 5 მილიონ 627 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც bm.ge-ს შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტის მენეჯერმა ვალერი ქვაჭრელიშვილმა განუცხადა, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, მას შედეგ, რაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას მექანიზაციის ქვეკომპონენტი დაემატა, სულ 158 სესხი გაიცა.

აღნიშნული პროგრამა დაინტერესებულ პირებს ლიზინგსაც სთავაზობს.

"ლიზინგი შედარებით პასიურად გაიცემა, ამ ეტაპზე ლიზინგით მხოლოდ ერთმა ფერმერმა ისარგებლა", - აღნიშნა ვალერი ქვაჭრელიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ერთადერთი ლიზინგის მოცულობა 1 499 830 ლარია, რომლითაც დედოფლისწაროში ერთ-ერთმა ფერმერმა კომბაინები შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტს მექანიზაციის კომპონენტი მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დაემატა. სესხის მოცულობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 700 000-დან 1 500 000 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები