კომპანია "ჰერმესი" შპს "მექანიზატორის სატენდერო კომისიას, უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. საუბარია 3, 2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლითაც "მექანიზატორს" 38 ერთეული ტრაქტორი უნდა შეეძინა.
ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა/შაფასების ეტაპზეა და საუკეთესო ფასის მქონე "ჯი თი გრუპს" გარკვეული დოკუმენტაციის დაზუსტება აქვს დავალებული, თუმცა "ჰერმესი" მის დისკვალიფიკაციას მოითხოვს.
შპს "ჯი-თი გრუპ"-ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და ვითხოვთ გაუქმდეს სატენდერო კომისიის მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შპს "ჯი-თი გრუპს“-ს მიეცეს დისკვალიფიკაცია", - ნათქვამია "ჰერმესის" სარჩელში.
კომპანია ამტკიცებს, რომ "ჯითი გრუპის" მიერ შეთავაზებული ტრაქტორების ტექნიკური სპეციფიკაცია, არ შეესაბამება ტენდერით მოთხოვნილ პარამეტრებს.