მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მექსიკისთვის საბაჟო ტარიფის ზრდის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, BMW დააზარალოს

5cf8194ac8f75
მიშა ხაჩიძე
05.06.19 23:53
1012
მექსიკისთვის საბაჟო ტარიფის ზრდის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გერმანული ავოტკონცერნი BMW დააზარალოს.

საქმე იმაშია, რომ ამ კვირის ბოლოსთვის მექსიკის ქალაქ სან ლუის პოტოსში bmw-ს ახალი ქარხანა იხსნება.

სწორედ აქ წარმოებული 3-series სედანების გაყიდვას კომპანია აშშ-ის ბაზარზე აპირებს, თუმცა თეთრი სახლის ლიდერის განკარგულება, რომელიც მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის თავდაპირველად - 5%-ით, შემდეგ კი, 25 %-მდე გაზრდას ითვალისწინებს, გერმანული კონცერნის პროდუქციაზე ფასს ავტომატურად გაზრდის, ეს კი ამ დრომდე ყველაზე მოთხოვნადი მოდელის გაყიდვების ჩავარდნას გამოიწვევს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel-ი წერს, bmw-მ მექსიკაში საწარმოს გახსნის გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღო, მაშინ გერმანულ ავტოკონცერნში ტრამპის მხრიდან მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მოლოდინები არ ჰქონიათ.

აშშ-ისთვის მექსიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ შტატები ყიდულობს მექსიკაში წარმოებული ავტომობილების 68%-ს, ხოლო მექსიკა უცხოელი ინვესტორებისთვის იაფი მუშახელისა და საგადასახადო სისტემის გამო მიმზიდველია.

უკვე რამდენიმე წელია Volkswagen-ს Daimler-ს, Toyota-სა და General Motors-ს ლათინო ამერიკის ამ სახელმწიფოში ფაბრიკები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები