მექსიკურმა პესომ რეკორდი დაამყარა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. მექსიკური ვალუტის მკვეთრი დაცემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ განაპირობა.
ქვეყნის ეროვნული ვალუტა თავდაპირველად რეკორდულად 11%-ით დაეცა, შემდეგ კი მცირედით გამყარდა, თუმცა, გაუფასურება მაინც 8%-იანია.
ამ საკითხთან დაკავშირებით მექსიკის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარებას აპირებენ.
მექსიკის ეროვნულ ბანკს შეუძლია კონკრეტული ნაბიჯების გადაგმა იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ვალუტა დაიცვას - გასულ კვირას მექსიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

























