მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მექვევრე: "შიდა და გარე პოლიტიკური პროცესების გამო, ევროპული ბაზრებიდან დაინტერესება შეგვიმცირდა"

ქვევრი

ინჟინერ-მკვლევარი და ქართული ქვევრების მწარმოებელი, ზურაბ ყარაულაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბოლო 2 წელია, საექსპორტო ბაზრების მხრიდან დაინტერესება შემცირებულია, რაც შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებითაა განპირობებული.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ თუ ევროპელი დამკვეთები იყვნენ დაინტერესებული, ახლა ძირითადად რუსები ინტერესდებიან.

"ექსპორტით ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდანაა ინტერესი, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა. თუმცა, უფრო რუსები არიან დაინტერესებული, რომლებსაც სუვენირის სახით, მცირე ზომის ქვევრები მიაქვთ ხოლმე.

ევროპული ქვეყნებიდან ტურისტულადაც აქტიურად ვიყავით დატვირთული. მათ ძალიან აინტერესებდათ, თუ როგორ მზადდება კახური ქვევრი. თუმცა, ახლა ძირითადად რუსები მოდიან. ბოლო ორი წელია ტურისტული ნაკადები შემცირებულია, რაც ვფიქრობ, შიდა და გარე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა და საქართველოთი აღარავინ დაინტერესდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია გაგვიჭირდება", - აცხადებს ყარაულაშვილი.

მისივე შეფასებით, საექსპორტო ბაზრებთან ერთად, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც შემცირებულია და ყველა საარჩევნო პერიოდს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები