მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ აბრამიშვილის "შავი ავაზა" ბონემის აუქციონზე 47 ნამუშევარს შორის ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა

64a6a8199990f
ირაკლი მოდებაძე
06.07.23 15:41
1871

2023 წლის 5 ივლისს ლონდონის ბონემის აუქციონზე „ბრიტანული და ევროპული ხელოვნება“ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი - ევროპული კოლექციიდან. ჯამში წარდგენილ 47 ნამუშევარს შორის ყველაზე მაღალი ფასი გუშინ დაფიქსირდა - ბონემის აუქციონზე აბრამიშვილის „შავი ავაზა“ 89,630 ევროდ შეფასდა.

ცნობისთვის, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედება მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური სტილითა და ნარატივით ხასიათდება. მხატვრის შემუშავებული ტექნიკა მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს. ნამუშევრებში ნებისმიერი გამოსახულება იძენს სიმბოლოს ღირებულებას, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლობასა და აბსტრაქციას.

მისი ნახატების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. ნამუშევრების უმეტესობა კი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებზე მონაწილეობს 2014 წლიდან, ხოლო მხატვარს წარმოადგენს „ბაია გალერეა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები