მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერაბ კაკულია: თიბისი ბანკის მიერ რესპუბლიკას შეძენამ ბაზარზე გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია

5811e09471147
BM.GE
27.10.16 15:07
1329
"თიბისი ბანკის მიერ რესპუბლიკას შეძენამ გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია ბაზარზე", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტრანზაქციის ჩატარება მეტ სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა სავალუტო ბაზარზე მისი გავლენა ნაკლები ყოფილიყო.

"ბაზრისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გაგება, თუ როდის დასრულდებოდა ტრანზაქცია. ეს გაუგებრობა ბაზარზე გადაიზარდა უარყოფით მოლოდინებში, ამ მოლოდინებმა კი წარმოშვა იმის განცდა, რომ ვისაც ჰქონდა ლარი, მან დაუყონებლივ მიმართა სავალუტო ბაზარს. სამწუხაროდ ეს პროცესი დღესაც გრძელდება", - ამბობს კაკულია.

მისივე თქმით, გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბაზარზე გავლენას ახდენდა არჩევნების პროცესიც.

"რატომღაც ჩაითვალა, რომ არჩევნებამდე ლარის კურსს ხელოვნურად იჭერდნენ და არჩევნების შემდეგ მოხდებოდა მისი გაშვება", - ამბობს კაკულია და დასძენს, რომ ბაზარზე ამასთანავე მცირე ზომის ტრანზაქცია ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. თუმცა კონკრეტულად რა ტრანზაქციაზეა საუბარი კაკულია არ ასახელებს და ამბობს, რომ უარყოფითი მოლოდინების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ხელისფლებასა და მოსახლეობას შორის ცუდი კომუნიკაციაა.

"რატომ წარმოიშვა მსგავსი მოლოდინი, - ალბათ გარკვეული კომუნმიკაციის პრობლემა არსებობს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. თუ ასეთი დადებითი ტენდენციებია, ეს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ რომ პანიკური მოლოდინები ლარის კურსზე თავიდან ავიცილოთ.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვას წლის ბოლოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყოველთვის ასე იყო და ალბათ მომავალშიც იქნება", - განაცხადა კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები