მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერაია ქერის საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან – ვის უკუთვნის All I Want for Christmas Is You?

629b8ce8bfc02
BM.GE
04.06.22 20:45
1073
ამერიკელ მომღერალ მერაია ქერის უჩივიან და 20 მილიონ დოლარს ითხოვენ. საქმე ეხება მის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს – “All I Want for Christmas Is You".

კომპოზიტორი ენდი სტოუნი აცხადებს, რომ მერაია ქერიმ საავტორო უფლებები დაარღვია, რადგანაც ამავე სახელწოდების სიმღერა კომპოზიტორმა 5 წლით ადრე, 1989 წელს დაწერა. სარჩელი ნიუ ორლეანის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი, ენდი სტოუნი მინიმუმ 20 მილიონ დოლარს ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის.თანხას კომპოზიტორი არამხოლოდ მომღერლისგან, არამედ მისი თანაავტორისა და Sony Music Entertainment-ისგანაც ითხოვს.

მერაია ქერისა და ენდი სტოუნის სიმღერებს სხვადასხვა ტექსტი და მელოდია აქვთ, სადავო მხოლოდ სიმღერის სათაურია.

საჩივარზე კომენტარს მომღერლის მხარე ჯერჯერობით არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სიმღერა All I Want for Christmas Is You ყოველწლიურად ლიდერობს Billboard Hot 100 ჩარტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები