მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Mercedes Benz Business Week Georgia-ს მეორე დღე- "ჩვენ ისტორიაში დავრჩებით"

5cfc1513b036d
ლიკა გურაბანიძე
09.06.19 00:19
1876
Mercedes Benz Business Week Georgia-ს ღონისძიების მეორე დღე წარმატებით დასრულდა.

გასული ორი დღის განმავლობაში ღონისძიებამ დაანონსებისთანავე როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია. დღეს მსმენელების წინაშე ისეთი მნიშვნელოვანი სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სპეციალურად მოწვეული მარკეტერი და ანტერპრენერი ანდრეი ფედორევი, ასევე მწერალი დავით ტურაშვილი.

“Mercedes Benz Business Week პირველად ტარდება საქართველოში და ამას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ, რადგან ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ აუცილებლად გავა და ჩვენ ისტორიაში დავრჩებით, რომ ეს საქართველოდან დაიწყო.

ბევრი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შორის კავშირი დამყარდა. გარდა ამისა, სპიკერებისგან ბევრი საინტერესო ამბები მოვისმინეთ და გამოცდილება გაგვიზიარეს,” - აღნიშნა “ბენე ჯგუფის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგლიძემ.

“პირველი დღის შეფასებებიდან კარგად ჩანს, რომ მოწვეული სტუმრები საკმაოდ კმაყოფილები არიან. მაღალი შეფასებები გვაქვს და სტუმრები მზაობას გამოთქვამენ, რომ ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მუდმივად შემოგვიერთდებიან და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, MERCEDES BENZ BUSINESS WEEK GEORGIA-ზე ყველაზე მთავარი ამბები ხდება. აქ საერთაშორისო დონის გამომსვლელები არიან მოწვეულები. დღევანდელ დღეს ყველაზე კარგი ამბავი, რაც სტუმრებს დავუანონსეთ ეს B2B შეხვედრების ორგანიზებაა. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის შეხვედრების ორგანიზებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ შეხვედრებს როგორ გამოიყენებენ,-“ განაცხადა “ნეთვორქინგ ჯორჯიას” გუნდის ხელმძღვანელმა ქრისტინე მალანიამ.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. საამაყოა, რომ პირველი ღონისძიების პირველი სპიკერები ვართ. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს აქ დამსწრე საზოგადოება კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან და აღმოჩნდა, რომ ტურიზმი მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დღეს ერთ-ერთი სპიკერი ვიყავი და ტურიზმის გამოწვევებზე ვისაუბრე. ტურიზმში ზრდა გვაქვს და განსაკუთრებით გამოკვეთილია ევროკავშირის ქვეყნებიდან ზრდა მაისი თვეში,” - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

“Mercedes-Benz Business Week Georgia წლის მთავარ ბიზნეს ღონისძიებად იქცა. მისი მიზანი ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაა და აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ რომ ამ პროცესში Teleport LUX-ის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. კომპანია აქტიურად მუშაობს ტურიზმის იმ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოში ახლა ვითარდება, საუბარია ლაქშერი და ბიზნეს ტურიზმზე, რომელმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში” - განმარტა "ტელეპორტლუქსი"-ს მარკეტინგის მენეჯერმა სალომე ჭიტაძემ.

ცნობისთვის, Mercedes Benz Business Week მსოფლიოში პირველად, საქართველოში ტარდება. ღონისძიება “მერსედეს-ბენც დაიმლერის” ოფიციალური მხარდაჭერით „ბენე ექსკლუზივი“-სა და საქართველოში “მერსედეს-ბენცის” ცენტრის მიერ თბილისში 7,8,9 ივნისს ტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები