5-8 ნოემბერს, თბილისი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მასპინძლობს. მოდის კვირეული Factory Tbilisi-ში გაიხსნა და კვირის ბოლომდე უცხოელ დიზაინერებს, საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კრეატიულ პროფესიონალებსა და მოდის მოყვარულებს გააერთიანებს. როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ტრადიციულ ჩვენებებთან ერთად, პროგრამა საგანმანათლებლო შეხვედრებს, დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილ გამოფენებს, ექსპერიმენტულ ვორქშოფებსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი პროექტების წარდგენას მოიცავს.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ პროცესში გარდა ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის სიახლეებისა ის არის, რომ წლებია თბილისი ფეშენ ვიკის ფარგლებში გამართული ღონისძიებებით თბილისი უცვლელად მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში რჩება.






























