მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამაში განაცხადების მიღება 5 თებერვალს დაიწყება

ძროხა
11.01.24 21:35
450

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტომ გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად, მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზნობრიობები რეგიონების მიხედვით განსხვავდება და შემდეგ მიმართულებებს ითვალისწინებს:

✔ რძის პირველადი წარმოება
✔ ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება
✔ ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით)
✔ რძის შემგროვებელი პუნქტი
✔ რძის გადამამუშავებელი საწარმო
✔ რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე

ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტის შემთხვევაში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის ,(არაუმეტეს 100 კვადრატული მეტრის სათბური მოწყობა), ასევე მზის ენერგიაზე მომუშავე მზის ელექტრო სადგურის მოწყობის მიმართულებით განაცხადების მიღება ამ ეტაპზე შეჩერებულია.

მზის ელექტრო სადგურის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ რძის პირველადი წარმოების (ფერმის მოწყობის) მიმართულებით, იმ შემთხვევაში თუ მზის ელექტრო სადგურის მოწყობის ღირებულება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50% იქნება.

პროგრამის და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია წერილობით დააფიქსიროს აზრი და მოათავსოს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში განთავსებულ პროგრამის ყუთებში.

პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა, უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ვებგვერდის საშუალებით არის შესაძლებელი, განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია
  • განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად აღნიშნულ ბმულზე უნდა გადახვიდეთ: ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები