მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერი: 1 500-მდე ტაქსის მძღოლს ავტომობილის გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერი გაუნულდა

5cc0140b77e8c
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 11:44
4182
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით 1 500-მდე ტაქსის მძღოლს ავტომობილის გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერი გაუნულდა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ვაუჩერის გაუქმების მიზეზი მძღოლების მხრიდან არსებული უყურადღებობა გახდა.

„ტექდათვალიერების შემდეგ მძღოლები უფლებამოსილნი არიან, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიას მიმართონ და ვაუჩერები აიღონ, როგორც გადაღებვის ან გადაკვრის, ასევე - ქიმწმენდის, თუმცა, საინიციატივო ჯგუფთან კომუნიაციის ფარგლებში ირკვევა, რომ ეს ორკვრიანი ვადა მძღოლებმა „გაუშვეს“. კერძოდ, მათ ერგებოდათ ვაუჩერები, მაგრამ შესაბამის კომპანიას არ მიმართეს და 1 500-მდე მძღოლს ვაუჩერები გაუნულდათ,“ - განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებითვე, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და 1 500-მდე მძღოლი ვაუჩერის აღებას მაინც შეძლებს.

„ჩვენ სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გვქონდა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძილივოთ და ამ მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ 1-ლი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით კომპანიას www.taxi.tbilisi.gov.ge -ზე მიმართონ ნებისმიერ მისამართზე და მიიღონ როგორ ფერის შეცვლის, ასევე - ქიმწმენდის ვაუჩერები. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ეს ვაუჩერები ყველანაირი პირობების გარეშე აიღონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები