მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერი: ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია

5d2d842aa4ac6
ლიკა გურაბანიძე
16.07.19 12:07
810

„ქალაქი გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად არასდროს დაგვიყვია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია, გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. ეს არ არის სწორი. მიკროავტობუსები და ავტობუსები გადაინაწილებენ ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. ამასთანავე, ისინი იმოძრავებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც ქუჩის გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსის გადაადგილება არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ადგილები ბევრია ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში,“ - აცხადებს კახა კალაძე.

 
თბილისის მერის თქმითვე, მიკროავტობუსები იმოძრავებენ იმ მარშრუტებზე, სადაც დიდი ავტობუსები ზომიდან გამომდინარე გადაადგილებას ვერ მოახერხებენ.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი და გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტში, ითვალისწინებს მთელი ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გადანაწილებას იმგვარად, რომ მიკროავტობუსები ივლიან ისეთ მარშრუტებზე, სადაც ქუჩების გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაადგილდება ავტობუსი ან დღესდღეობით გადაადგილდება და ქმნის შეფერხებებს, ან საპირისპიროდ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შეხვედრისას ექმნება გვერდის ავლის პრობლემა.

პრაქტიკულად, დღეს თუ გვაქვს მიკროავტობუსების და ავტობუსების ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სატრანსპორტო ქსელი, ახალი სისტემა იქნება ინტეგრირებული სისტემა, რომლის ფარგლებში მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება,“ - განაცხადა კალაძემ.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები