მისი თქმით, სათადარიგო გზების რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა და ამჟამად ცენტრალური გზაზე ძირითადი სამუშაოები ხორციელდება.
"ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. მინდა გითხრათ, რომ ვიწყებთ კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას. აეროპორტიდან თბილისის შემოსასვლელი მთლიანად მოწესრიგდება. გასულ წელს ჩვენ სათადარიგო გზის სრული რეაბილიტაცია მოვახდინეთ მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ა.შ. დღეს ვიწყებთ ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა დაახლოებით, 360 ჭა, ბორდიურები, მთლიანად გამოიცვლება გამწვანება, განათების ბოძები შეიცვლება ახალი ლედ განათებებით. არსებული ვითარება არც თუ ისე სახარბიელოა, არის კონკრეტული მონაკვეთები, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მალე გვექნება განახლებული და რეაბილიტირებული კახეთის გზატკეცილი", - განაცხადა მან.
კალაძემ პროექტის ღირებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაჯდება.
„საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია; მისი შესრულება დაახლოებით, 45 მლნ ლარი დაჯდება, მხედველობაში მაქვს ყველაფერი. გარკვეული შეზღუდვები ცხადია იქნება, თუმცა სათადარიგო გზები გახსნილია და მე როგორც ვიცი, გადატანილია უკვე მოძრაობა, მობილიზებულია ადგილზე შესაბამისი სამსახურები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და უბანია, სადაც მსგავსი პრობლემაა და ეტაპობრივად ჩვენ ყველას მივხედავთ", - განმარტა კალაძემ.

























