თბილისის მერიამ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია "ნილს" შესაძლოა, ხელშეკრულება გაუწყვიტოს. ამის შესახებ მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, კომპანიას აქვს მუდმივი პრობლემები ბაღებისთვის პროდუქტის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით.”თუ პრობლემა რამდენიმე დღეში არ აღმოიფხვრება, მას (შპს “ნილი”) ჩაანაცვლებენ",-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.
“ცხადია, ეს არის უკიდურესი ზომა და თუ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას შპს “ნილს”გავუშვებთ და ამოვწურავთ საქმიან ურთიერთობებს ამ კომპანიასთან. გარადამავალ პერიოდში პრობლემა და შეფერხება არ შეიმნება. რას გავაკეთებთ თუ ამ გზით წავედით, ამას შემდგომში გეტყვით, თუკი იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლებაზე",- განაცხადა ელოშვილმა.

























