მერია ბავშვთა გასართობ ცენტრებს 5000-5000 ლარით დაეხმარება
BM.GE
02.06.21 14:28
• 482
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია რესტორნების შემდეგ 5000-5000 ლარით ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.