მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია: C.T.Park კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა

5aacc831a908e
ელენე გოგბერაშვილი
17.03.18 12:30
1258
თბილისის მერის მოადგილეები, ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე, ასევე მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, C.T.Park-ის დამფუძნებელსა და იურისტებს შეხვდნენ. მერიის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე ტექნიკური ხასიათის საკითხები, მათ შორის პარკირების მენეჯმენტის გადაბარების საკითხები განიხილეს.

“მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ უნდა გავატოროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების სისტემის მართვა მუნიციპალიტეტის მიერ. კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი, შესაბამისად ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს იმისთვის, რომ სათანადოდ მოხდეს პროცესების გადმობარება 10 აპრილიდან’’-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც თბილისის მერის მაოდგილე, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, კომპანია C.T.Park კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვავს.
,,ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს’’-განაცხადა C.T.Park-ის იურისტმა, ნანუკა ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები