მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის - ბიუჯეტი ₾65 მილიონია

MAN

თბილისში შემოსაყვანი 18-მეტრიანი ავტობუსების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოცხადდება ₾65-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა მოხდება.

“დამატებით ავტობუსებს შევისყიდით. ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო მოვახერხეთ მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა, შესაბამისად, მობილიზება მოვახდინეთ დამატებითი რესურსების და ორწლიანი შესყიდვით ვგეგმავთ რომ ვიყიდოთ დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. სავარაუდოდ ამ ავტობუსების მოწოდება მომავალ წელს მოხდება. ტენდერით დადგინდება ფასი, თუმცა სავარაუდოდ თუ იმ ფასად იქნება, რა ფასადაც 160 ავტობუსი ვიყიდეთ, მაშინ დამატებითი ავტობუსების შესყიდვა დაგვიჯდება დაახლოებით 65 მილიონი ლარი,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიამ 18-მეტრიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვის პროექტი 2023 წელს დაიწყო, შესაბამის ტენდერში მაშინ კომპანია “თეგეტა მოტორსმა” გაიმარჯვა, რომელიც საქართველოში MAN-ის ოფიციალური დილერია.

კონტრაქტის თანახმად ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე მისი დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.

160 შესყიდული ავტობუსიდან 50 ერთეული უკვე თბილისშია.

პარალელურად თბილისის მერია აეროპორტის მიმდებარედ, ალექსეევკას დასახლებაში ავტობუსების ახალ ბაზას აშენებს, რომლის ღირებულებაც 63 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები