მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია: ელიავას ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გადაქცევასთან დაკავშირებით, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

58edcc21db818
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.17 10:45
4641
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გადაქცევასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც არ დააზარალებს არც ბიზნესს და მორგებული იქნება მოსახლეობის ინტერესებზე. ამის შესახებ მერმა "საქმის კურსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ტერიტორიად გამოცხადებასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე საინტერესო მაგალითებია მოყვანილი. ეს საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას, ვფიქრობ, უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, რაც ერთი მხრივ, არც ბიზნესს არ დააზარალებს და მეორე მხრივ სააზოგადოების საჭიროებებზე და ინეტერსებზე იქნება მორგებული", - განაცხადა ნარმანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები