მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია Facebook რეკლამისთვის $55 ათასს დახარჯავს

5ae96b17ad300
სალომე მეცხვარიშვილი
02.05.18 11:50
820
თბილისის მერია სოციალურ ქსელ Facebook-ში რეკლამის განთავსებისთვის 55 ათას დოლარს დახარჯავს. გამარტივებული შესყიდვას მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო ითხოვს.

შესყიდვის ობიექტია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, რაიონული გამგეობების საქმიანობასთან დაკავშირებით განთავსებული ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირება.

"აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც "ფეისბუქის" ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს.

შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. ასევე, სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა გვერდების რაოდენობიდან გამომდინარე (11 Facebook- გვერდი)",- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები