მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია "ღამის ეკონომიკის" განვითარების კონცეფციას წარადგენს

5a9fee635540a
მარი როჭიკაშვილი
07.03.18 21:00
1155
"ღამის ეკონომიკა არ არის მაინცდამაინც ხმაურთან დაკავშირებული. იმგვარდ შეიძლება საქმიანობის განხორციელება, რომ ორმა სამართლებრივმა რეჟიმმა ერთმანეთს ხელი არ შუშალოს" – ამის შესახებ გადაემაში „საქმის კურსი“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღამის ეკონომიკის კონცეფციის მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა უბანში მოხერხდეს ქალაქის ეკონომიკის გაძლიერება. განსაკუთრებით იქ სადაც დღეს აქტიურობა ნაკლება შეინიშნება.

"ამ ეტაპზე ხდება საკითხის კონცეპტუალური დამუშავება. ჩენ ძალიან სწრაფები და ეფექტიანები ვიქნებით და უახლოეს პერიოდში გვექნება მონახაზი, რომელსაც წრვუდგენთ საზოგადოებას", – აღნიშნა ბითაძემ.

დღეს თბილისის მერმა კახი კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე წარადგინა.

კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები