მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია გლდანში სარეკრეაციო ზონაში მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟს იწყებს

59576c3a56fe3
BM.GE
01.07.17 13:30
1726
გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება. თბილისის მერიის ცნობით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები