მერია გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს
თამუნა დემეტრაშვილი
05.06.18 13:47
• 654
თბილისი მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციისთვის 2018 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს. მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, ფული დედაქალაქის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნული ღონისძიებებისთვის მთავრობას 30 მილიონი ლარის გამოყოფას სთხოვდა, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ 10 მილიონი ლარით დაკმაყოფილდა.