მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას გეგმავს

5ab0bc1375e43
თამუნა დემეტრაშვილი
20.03.18 12:10
1025
თბილისის მერია 30 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სულ გათვალისწინებულია 1 მილიონ 745 ათასი ლარის ავტომანქანების შეძენა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ავტომობილების ძრავის მოცულობა 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 100კმ-ზე 4 ლიტრზე მეტ საწვავს არ მოიხმარდეს და თეთრი ფერის უნდა იყოს. წინადადებების მიღება მომწოდებლებისთვის 30 მარტს დაიწყება, გამარჯვებულმა კომპანიამ კი შემსყიდველს მანქანები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მიაწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები