მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ინვესტორებს 30 ათას კვ.მ. მიწას 1 ლარად სთავაზობს

5b1528fa05ee3
მეგი კავთუაშვილი
04.06.18 15:55
812
მერია ინვესტორებს ვარკეთილის მესამე მასივში მშენებლობისთვის 1 ლარად სთავაზობს ნაკვეთს. 30 ათას კვ.მ მიწაზე ამჟამად ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ტიპის განაშენიანებაა.
„ინვესტორი ამის სანაცვლოდ მოგვცემს მინიმუმ 7 500 კვ.მ ფართს. გამარჯვებულის გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს.

არქიტექტურის სამსახურის მიერ უკვე შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა“ - განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ „საქმის კურსის“ ეთერში. მისი თქმით პროექტის მიზანი ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებაა, თუმცა რაკი ინტერესის გარეშე ბიზნესი ამ პროექტში არ ჩაერთვებოდა, შემუშავდა საგანგებო შეთავაზება.

„ჩვენ გვაქვს შემოთავაზება უცხოელი ინვესტორებისგან. მიმდინარეობს დოკუმენტაციის თარგმნის პროცესი. როგორც კი ითარგნება დოკუმენტაცია, დაიდება ჩვენს ვებ-გვერდზე და განთავსებული იქნება 2 თვის განმავლობაში“, - ამბობს თავართქილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები