თბილისის მერიამ 25.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" მიმდებარედ, სამხედრო დასახლებაში ახალი სკვერი უნდა მოეწყოს. სკვერის მთლიანი ფართობი 155,000 კვადრატული მეტრი იქნება და ადგილის ლანდშაფტიდან გამომდინარე, რამდენიმე განსხვავებულ გამწვანებულ ზონას გააერთიანებს.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტი ფაზებად განხორციელდება და ის 2026 წელს უნდა დასრულდეს, პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ასე ნაწილდება;
2024 წელი - 6 000 000 ლარი;
2025 წელი - 10 000 000 ლარი;
2026 წელი - 9 504 814 ლარი.
ახალი სკვერის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 19-24 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.