თბილისის მერია მთაწმინდის რაიონში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა აცხადებს. შესყიდვის ღირებულება 5'120'997 ლარია.
შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების დაფინანსების წყარო - 2024 - 2025 წლების ქ. თბილისის ბიუჯეტია. 2024 წელს 4 000 000,00 ლარი დაიხარჯება, 2025 წელს 1 120 997,00 ლარი.
ტენდერის პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით განისაზღვრა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - 60 (სამოცი) კალენდარული დღეა, ეტაპობრივად, წერილობითი დავალებების და სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღების იდეა დღის წესრიგში მიმდინარე წლის თებერვალში დააბრუნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, “გალფს” და “ლუკოილს” ადგილმონაცვლეობა გლდანში შესთავაზა, ხოლო “ვისოლ ჯგუფს” მიწის ნაკვეთი ლისზე გადაეცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯამში 3 კომპანიისთვის ადგილმონაცვლების შეთავაზება დედაქალაქის ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.