მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მარშალ გელოვანის გამზირზე საჯარიმო ავტოსადგომს აშენებს

მარშალ გელოვანი

თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარიმო ავტოპარკინგს აშენებს. პარკინგზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა და ის 64 ავტომობილზე იქნება გათვლილი.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სამშენებლო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა და ადგილზე სამუშაოებს 1.3 მილიონ ლარად კომპანია "მწვანე გარემო" ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები