თბილისის მერია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერს მეორედ აცხადებს. ამჯერად პროექტის განხორციელებაში თბილისის მერია 2 035 000 ლარს იხდის.
შესყიდვის ეს ღირებულება, ჯერ კიდევ დეკემბერში მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაზე 385 726 ლარით მეტია.
შესყიდვაზე წინადადებების მიღება 18 თებერვალს იწყება და 23 თებერვალს სრულდება.
ცნობისთვის, მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი გასული წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა და არ შედგა, ხიდის რეაბილიტაციაზე სურვილი კომპანიებმა არ გამოთქვეს. პროექტის ჯამური ღირებულება მაშინ 1 650 168 ლარი იყო.
მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა კომპანიამ დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
პროექტი ქალაქ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.

























