თბილისის მერია მეტროს 97 ვაგონს 210 მილიონ ევროდ შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვაზე წინადადებების მიღება 11 იანვარს დაიწყება. მერიის ინფორმაციით დღეს არსებული ვაგონების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და პერიოდულად 2026 წლიდან მათ ექსპლუატაციის ვადა ეწურება. როგორც ცნობილია, მერია პირველ მცდელობაზე ვაგონების შესყიდვას რუსული კომპანიისგან ცდილობდა, თუმცა ხელშეკრულება მაშინ შეწყდა. ვინ შეიძლება მოვიაზროთ ახალ მომწოდებლად, რამდენად მძიმე მდგომარეობაა არსებული ვაგონების მდგომარეობასთან მიმართებით და ხომ არ უნდა დაჩქარდეს ტემპი, იმისთვის, რომ მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას?