თბილისის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს იწყებს.
როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, მომავალ წელს მუნიციპალიტეტი 8 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის შეძენას გეგმავს, სამუშაოები კი, ეტაპობრივად დაიწყება.
,,მომდევნო წლების განმავლობაში ყველა მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ,,სამგორის” მეტროში სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოსთვის დასრულებული იქნება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ ,,ავლაბრის” რეაბილიტაციაც”, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვალში მეტროპოლიტენს კიდევ 4 ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოცდის პერიოდს შეამცირებს.
„ძალიან მალე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა დედაქალაქში იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული, ამის მოწმე გახდება მოსახლეობა ძალიან მალე“, -აღნიშნა კალაძემ.