თბილისის მერია იმ ადამიანებს, ვისაც თავშესაფარი სჭირდება ისნის გამგეობისთვის მიმართვას სთხოვს.
“ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც სჭირდება თავშესაფარი, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართში გადაყვანა.
ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ცხელი ხაზი: 2 72 22 22

























