თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც დედაქალაქში პარკირების სისტემის მუშაობა უნდა უზრუნველყოს, საჭირო აღჭურვილობასა და ინვენტარს გამარტივებული შესყიდვით შეიძენს. თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიღებულია. 1,5 მილიონ ლარამდე ღირებულების აქსესუარები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1 თვის ვადაში უნდა შეისყიდოს.
სატრასპორტო კომპანია პარკირების მონიტორინგისა და მართვის საჭირო ყველა ინვენტარს შეიძენს, მათ შორის თანამშრომელთა უნიფორმებს, სალარო აპარატებს, სამხრე ვიდეო კამერებს, ევეკუატორებს, ფოტოაპარატებს, საგზაო ნიშნებს, საჯარომო ქვითრებს და ა.შ.
გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, პარკირების სისტემის უწყვეტიად და გამართულად ფუნქციონირებით დაასაბუთა.
შეგახსენებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით, "სითი პარკთან" ხელშეკრულება შეწყდა, მისი ფუნქციები კი მერიის სატრანსპორტო კომპანიამ უნდა შეასრულოს.

























