მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია პეკინის ქუჩზე განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

59b7ec57d8672
BM.GE
12.09.17 18:12
1309
თბილისის მერია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში მდებარე გაჩერება მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებს. შშმ პირთათვის მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პანდუსი.

ახალი გაჩერება მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებულ უსაფრთხოების ახალ კუნძულზე. ორივე გაჩერება ერთ კვადრატში მოექცევა და ქვეითთა გადასასვლელებიც შესაბამისად დაიხაზება.

ახალი გაჩერების მოსაწყობად ტერიტორიაზე ერთი ძირი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო. პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაირგვება 1 600 ხე-მცენარე, მათ შორის, ყველა იმ ადგილას, სადაც ადრე ჭადრის ხეები იყო, კვლავ ჭადრები დაირგვება”, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები